პარტნიორის პირობები
ეს არის სამუშაო ვერსია და საჭიროებს იურიდიულ განხილვას.
პროგრამა
პარტნიორი იღებს პირად კოდს. მყიდველი, ვინც მოსაწვევს ამ კოდით იხდის, ფასდაკლებას იღებს, პარტნიორი კი ფიქსირებულ თანხას ყოველ გადახდილ მოსაწვევზე. თანხები მითითებულია პარტნიორის გვერდზე და შეიძლება შეიცვალოს მომავალი შეკვეთებისთვის.
ჩარიცხვა
თანხა გასატანი ხდება გაყიდვიდან 14 დღის შემდეგ. ჩარიცხვა ხდება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვით ქართულ ანგარიშზე, ლარში, თუ გასატანი ჯამი მინიმუმ 40 ლარია. ნაკლები თანხა შემდეგ თვეზე გადადის, მაგრამ თუ გასატანი ჯამი 12 თვის განმავლობაში მინიმუმს ვერ მიაღწევს, ის უქმდება. პირველ ჩარიცხვამდე ვამოწმებთ პარტნიორის გვერდს და გაყიდვებს.
დაბრუნება
თუ მყიდველი თანხას დაიბრუნებს, ამ გაყიდვისთვის თანხა არ ირიცხება. თუ უკვე ჩაირიცხა, შემდეგ ჩარიცხვას გამოაკლდება.
რა არ შეიძლება
საკუთარი კოდით ყიდვა, ყალბი ანგარიშები, Brindo-ს სახელით რეკლამა საძიებო სისტემებში, კოდის გამოქვეყნება ფასდაკლების საიტებზე, სპამი და შეცდომაში შემყვანი დაპირებები. ფასდაკლების საიტებიდან და კუპონების ჯგუფებიდან მოსულ გაყიდვებზე თანხა არ ირიცხება. ასეთ შემთხვევაში პარტნიორობა ჩერდება და დაურიცხავი თანხა უქმდება.
გადასახადები
მიღებულ თანხაზე გადასახადის გადახდა პარტნიორის პასუხისმგებლობაა, თუ კანონი სხვას არ ითვალისწინებს. შესაძლოა ჩარიცხვამდე დამატებითი მონაცემები გთხოვოთ.
ცვლილებები და შეწყვეტა
Brindo-ს შეუძლია პროგრამის ან ამ პირობების შეცვლა და პარტნიორობის შეჩერება. უკვე გასატანი თანხა, თუ წესები არ დარღვეულა, ჩაირიცხება.